1.პროექტის სახელი: ქართული მოდერნიზმი
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებებით:მოსწავლეები გაეცნობიან ქართული
მოდერნიზმის ისტორიას,ამ მიმდინარეობის ქართველ წარმომადგენლებს.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან მოდერნიზმს,როგორც თანამედროვე ქართული მწერლობის საფუძველს,გაეცნობიან ქართული მოდერნიზმის წარმომადგენელთა მოთხრობის რომანის,დრამის, ესსეს და ლირიკის შედევრებს,პირად წერილებს. სკოლაში ჩატარდება ღონისძიებები:კონფერენცია,ლიტერატურული საღამო.
4.მონაწილეთა ასაკი:ჩვიდმეტი წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის აპრილ–მაისი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შეიქმნება საპროექტო ჯგუფი,განაწილდება ფუნქციები:ვინ იქნება პასუხისმგებელი,ვინ–შემსრულებელი,ვინ იქნება პრეზენტატორი,შემფასებელი,ვინ წარმოადგენს ანგარიშს პროექტის შესახებ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
ლიტერატურული ანთოლოგია,ვებ გვერდი,კონფერენცია,ლიტერატურული საღამო.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ვებ გვერდს,ისარგებლებენ მასალებით ,დაესწრებიან ღონისძიებებს, გაეცნობიან ლიტერატურულ ანთოლოგის.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სხვა სკოლებს შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში ან განახორციელონ თავიანთ სკოლებში.
11.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევებს,მეცნიერული, შრომის,მასალების მოძიების ჩვევებს, დაუახლოვდებიანერთმანეთს.
პროექტის ავტორი:რუსუდან გოჩიტაშვილი.
პროექტის ავტორის ელ.ფოსტა: rusudangochitashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:rusudangochitashvili.blogspot.com
воскресенье, 14 марта 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)